Belive

ორლანდომ ნიუ ორლეანსს მოუგო | ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს

6 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ნიუ ორლეანს პელიკანსი'' სტუმრად 20-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 113:93 დაამარცხა.

მატჩში 5 წუთამდე ითამაშა გოგა ბითაძემ, რომელმაც 1 მოხსნისა და 2 შედეგიანი გადაცემის მოგროვება შეძლო. ქართველ ცენტრს დღეს მეტოქე გუნდის კალათისკენ არცერთხელ არ უსვრია.

,,ორლანდოს'' 34 ქულით, 11 მოხსნით, 4 ასისტით, 4 დაფარებითა და 1 ჩაჭრით პაულო ბანკერომ ულიდერა. ,,ნიუ ორლეანსის'' რიგებში 20 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით ზაიონ უილიამსონი გამოირჩა.

,,მეჯიქი'', რომელიც 31 მოგებითა და 36 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს ხვალ, ,,მინესოტასთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები