Belive

ორლანდომ მოგებით დაიწყო - ბითაძემ შანსი გამოიყენა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონი "ორლანდომ" მოგებით დაიწყო. "Amway Center"-ში, "ორლანდომ" "ჰიუსტონს" უმასპინძლა და 30-ქულიანი სხვაობით (116:86) დაამარცხა.

გოგა ბითაძეს სათამაშო დრო და თავის გამოჩენის შესაძლებლობა კვლავ მიეცა. "ორლანდოს" ქართველმა ცენტრმა 7 ქულასთან ერთად, 3 მოხსნაც დააგროვა და ფლორიდელების გამარჯვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.

"მეჯიქს" კოულ ენტონიმ ულიდერა, რომელმაც 20 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გამორჩეული მატჩი ჩაატარა ფრანც ვაგნერმაც, რომლის ანგარიშზე 19 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტია.

სხვა სტატიები