ორლანდომ მინესოტა გაანადგურა | გოგა ბითაძემ 4 წუთი ითამაშა
4 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა მინესოტა ტიმბერვულვზი 119:92 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მატჩში 03:48 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 34 ქულა ჩააგდო ენტონი ედვარდსმა, 30 ქულა ჰქონდა დესმონდ ბეინს, ხოლო ორმაგი დუბლი შეასრულა პაოლო ბანკერომ - 25 ქულა, 15 მოხსნა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებით და 28 მარცხით მე-6 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 9 მარტს, მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ გამართავს.