ორლანდომ მაიამი დაამარცხა | გოგამ მცირე სათამაშო დრო მიიღო
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს პრე-სეზონის ბოლო მე-4 შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა მაიამი ჰიტი 136:115 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ 05:13 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 3 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.
მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა პაოლო ბანკერომ ჩააგდო, 23 ქულა ჰქონდა დესმონდ ბეინს, მაიამელთა რიგებიდან 21 ქულა კი რაიან კონუელმა დააგროვა.
ორლანდო მეჯიქი რეგულარულ სეზონს 22 ოქტომბერს დაიწყებს, მათი პირველი მეტოქე ატლანტა ჰოუკსი იქნება.