Belive

ორლანდომ საკრამენტო დაამარცხა | გოგა ბითაძემ 15 წუთი ითამაშა

6 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა საკრამენტო კინგსი 107:100 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ 15:04 წუთი ითამაშა, ამ დროის განმავლობაში მან 2 ქულა (1-დან 1 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა ფრანც ვაგნერმა ჩააგდო, საკრამენტოდან 31 ქულით საუკეთესო იყო ზაკ ლავინი.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 3 მოგებით და 7 მარცხით მე-11 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 12 ნოემბერს იუტა ჯაზის წინააღმდეგ გამართავს.