"გოგა ბითაძე შესაძლოა ტორონტო რეპტორსში გადავიდეს" - TSN
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი კლივლენდ კავალიერსთან 98:114 დამარცხდა.
მატჩში მონაწილეობა არ მიუღია გოგა ბითაძეს, ქართველი კალათბურთელის უთამაშებლობა სრულად მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო, რადგან არც შეხვედრამდე და არც შეხვედრის შემდეგ შესაძლო ტრავმის შესახებ არაფერი გაჟღერებულა. ბითაძის გაცვლა კი დღითიდღე უფრო რეალური ხდება, ამას ბოლო დროს მისი ძალიან მცირე სათამაშო დროც მოწმობს.
კანადური გამოცემის TSN-ის წარმომადგენლის ჯოშ ლევენბერგის ცნობით, ტორონტო რეპტორსი ცენტრის პოზიციაზე სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, რადგან მათ სწორედ ამ პოზიციაზე სჭირდებათ კალათბურთელი, თან ისეთი მოთამაშის დამატებას შეეცდებიან, რომელიც უფრო ბიუჯეტურად მომგებიანი იქნება. წყაროს ცნობით, რეპტორსი სამ ვარიანტს განიხილავს, ესენია: გოგა ბითაძე, დენიელ გაფორდი და დეი'რონ შარპი.
აღსანიშნავია, რომ გაცვლის ბოლო თარიღი 5 თებერვალია, აქედან გამომდინარე უახლოეს პერიოდში ყველაფერი უნდა გადაწყდეს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა ბედი ელის გოგა ბითაძის ტორონტო რეპტორსში გადასვლას, მაგრამ ერთ გუნდში ორი ქართველის ხილვა მართლაც, რომ შთამბეჭდავი იქნება, ამას ისიც ემატება, რომ სანდრო ბრწყინვალე ფორმაშია და მართლაც შესანიშნავ დუეტს უნდა ველოდეთ.