Belive

ორლანდომ დეტროიტი დაამარცხა | გოგა ბითაძეს შედეგიანი მატჩი ჰქონდა

6 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს პლეი-ოფის პირველი რაუნდის პირველ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა დეტროიტ პისტონსი სტუმრად 112:101 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ მატჩში 11:16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 39 ქულა კეიდ კანინგემმა ჩააგდო, 23 ქულა კი პაოლო ბანკეროს ჰქონდა.

გუნდებს შორის მორიგი დაპირისპირება 23 აპრილს გაიმართება.

სხვა სტატიები