Belive

ორლანდომ და სან ანტონიომ მოიგეს | ქართველებს არ უთამაშიათ

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს NBA-ში გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გუნდებმა ითამაშეს.

,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,იუტა ჯაზს' უმასპინძლა და 8-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 115:107 დაამარცხა.

მწვრთნელის გადაწყვეტილებით მატჩში გოგა ბითაძეს არ უთამაშია. ,,მეჯიქს'' 29 ქულით, 9 მოხსნით, 6 ასისტითა და 1 ჩაჭრით პაულო ბანკერომ ულიდერა.

14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 132:118 იმარჯვა ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,ოკლაჰომასთან''. მწვრთნელისგან სათამაშო დრო ვერც სანდრო მამუკელაშვილმა მიიღო.

მორიგი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ვიქტორ ვემბანიამამ, რომელმაც 28 ქულა, 13 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 5 დაფარება და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

,,ორლანდო მეჯიქი'' 34 მოგებითა და 26 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, ,,სან ანტონიო'' კი 12 მოგებითა და 48 მარცხით დასავლეთში ბოლოა.

ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს 4 მარტს ,,დეტროიტ პისტონსთან'' გამართავს, ,,სპურსი'' კი, ასევე 4-ში, ,,ინდიანა პეისერსს'' უმასპინძლებს.

სხვა სტატიები