Belive

ორლანდომ ბრძოლაში გაიმარჯვა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "იუტასა" და "ორლანდოს" დაპირისპირება შედგა.

იუტაში გამართული სანახაობრივი და დაძაბული დაპირისპირება, მასპინძელი გუნდის მარცხით 113:115 დასრულდა.

"ორლანდოს" გამარჯვებაში ლომის წილი პაოლო ბანჩერომ (30 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი) და ფრანც ვაგნერმა (21 ქულა, 4 მოხსნა, 5 ასისტი) შეიტანეს. სამწუხაროდ გოგა ბითაძეს სათამაშო დრო არ მიეცა.

სხვა სტატიები