Belive

ორლანდო ვაშინგტონთან დამარცხდა | გოგა ბითაძემ 20 წუთი ითამაშა

21 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქი ვაშინგტონ უიზარდთან 112:120 დამარცხდა.

გოგა ბითაძემ მატჩში 20:14 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (7-დან 5 ორქულიანი) და 5 მოხსნა მიითვალა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 27 ქულა სი ჯეი მაკკოლუმმა ჩააგდო, 23 ქულა ჰქონდა ალექსანდრ სარს, ორლანდოს რიგებიდან კი 20 ქულით გამოირჩა ჯეისონ რიჩარდსონი.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 20 მოგებით და 17 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 8 იანვარს, ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები