ორლანდო მეჯიქმა ინდიანა პეისერსი დაამარცხა | გოგა ბითაძემ 17 წუთი ითამაშა
2 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ორლანდო მეჯიქმა ინდიანა პეისერსი 135:127 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მატჩში 16:29 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი) და 2 მოხსნა მიითვალა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი 34 ქულა პასკალ სიაკამიმ ჩააგდო, 31 ქულა ჰქონდა დესმონდ ბეინს, ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა პაოლო ბანკერომ - 28 ქულა, 12 მოხსნა.
ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციაში 20 მოგებით და 16 მარცხით მე-7 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 7 იანვარს, ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ გამართავს.