ორლანდო დამარცხდა - ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა
11 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "მაიამისა" და "ორლანდოს" დაპირისპირება გაიმართა.
მაიამიში, "Kaseya Center"-ში გამართული მატჩი, მასპინძლების გამარჯვებით 121:95 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ გოგა ბითაძეს მცირე სათამაშო დრო მიეცა - "ორლანდოს" ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 3:07 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში, 1 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
9 თებერვალს, 04:00 საათზე, "ორლანდოსა" და "სან ანტონიოს" დაპირისპირება გაიმართება.