Belive

ორლანდო დალასთან დიდი სხვაობით დამარცხდა | გოგა ბითაძეს ისევ ტრავმა აქვს

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "ორლანდო მეჯიქი" "დალას მავერიქსთან" 85:108 დამარცხდა. ეს ორლანდოსთვის ზედიზედ მე-3 მარცხია.

გოგა ბითაძემ ტრავმა ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა და ზედიზედ მე-4 მატჩია პარკეტზე სათამაშოდ ვერ გამოდის. ქართველ კალათბურთელს მარცხენა ტერფის მყესის დაჭიმულობა აქვს და შემდეგი შეხვედრის გამოტოვების საფრთხეც ემუქრება, სადაც "ორლანდო მეჯიქი" "ოკლაჰომა სითი თანდერს" დაუპირისპირდება.

დღევანდელ შეხვედრაში 32 ქულით საუკეთესო იყო ლუკა დონჩიჩი, 18 ქულა ჰქონდა დენიელ გაფორს, 17 კაირი ირვინგს. ორლანდოელთა მხრიდან ყველაზე მეტი, 13 ქულა ფრანც ვაგნერმა დააგროვა.

"ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში 3 მოგებით და 4 მარცხით მე-7 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი ხვალ, "ოკლაჰომას" წინააღმდეგ ჩაატარებს.

სხვა სტატიები