Belive

ოფიციალურად: საშა ვეზენკოვი ევროლიგის რეგულარული სეზონის MVP გახდა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

"ოლიმპიაკოსის" ბულგარელი ვარსკვლავი - საშა ვეზენკოვი, ევროლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. 28 წლის ვეზენკოვი პარკეტზე გატარებულ 28:48 წუთში, საშუალოდ 17.2 ქულას, 6.8 მოხსნასა და 1.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე, ვეზენკოვი ევროლიგის საუკეთესო მოთამაშედ  Eurohoops-მაც დაასახელა. გამოკითხვაში მონაწილეობა Eurohoops-ის ბერძენმა, ინგლისელმა, თურქმა, ესპანელმა და რუსმა მიმომხილველებმა მიიღეს, რის შემდეგაც ვეზენკოვმა 24-დან 23 (95.8%) ხმა მიიღო.

სხვა სტატიები