Belive

8 ბლოკი ევროლიგის ერთ მატჩში

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-16 ტურის მატჩში "ოლიმპიაკოსის" ცენტრმა მუსტაფა ფოლმა "ასველის" წინააღმდეგ მატჩში 8 ბლოკი შეასრულა.

ამ მაჩვენებლით ფრანგი კალათბურთელი გახდა მეორე ევროლიგის ისტორიაში, ვინც ერთ მატჩში ყველაზე მეტი ბლოკი შეასრულა, ბერძნული კლუბის "ოლიმპიაკოსის" ისტორიაში კი პირველი. ერთპიროვნული ლიდერი ცხრილში სტოიან ვრანკოვიჩია, რომელმაც 2000/01 წლების სეზონში ერთ თამაშში 10 ბლოკი მიითვალა.

მატჩი ოლიმპიაკოსის გამარჯვებით 73:85 დასრულდა.

სხვა სტატიები