One - საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდარ ჯიკიჩი გახდება
ისრაელური მედიის ცნობით, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ალექსანდარ ჯიკიჩი დაინიშნება.
როგორც One წერს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ჯიკიჩის გუნდმა (იერუსალიმის ჰაპოელი) რამდენიმე კვირის წინ უარი უთხრა. თუმცა, ახლა მხარეები შეთანხმდნენ, რომ სპეციალისტს ნაკრებში მუშაობა კლუბში მუშაობისგან ხელს არ შეუშლის და სერბს ეროვნულ გუნდში ჩამოსვლა მხოლოდ სანაკრებო მატჩების დროს მოუწევს.
ჯიკიჩს ,,ჰაპოელ იერუსალიმამდე'' არაერთ გუნდში, მათ შორის ,,ოლიმპია ლუბლიანაში'', ,,ბუდუჩნოსტსა'' და ,,ესტუდიანტესში'' უმუშავია. 2014-2015 წლებში 52 წლის სპეციალისტი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებსაც წვრთნიდა.
საქართველოს ნაკრების ბოლო მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი იყო, რომელიც ეროვნულ გუნდში 2016 წლიდან 2023 წლამდე მუშაობდა.
Aleksandar Džikić is finalizing an agreement to become the head coach of the Georgian national team@OManhime pic.twitter.com/T0P1CvZY8q
— Sport5 (@sport5il) December 28, 2023