Belive

ოლ სტარის მატჩი იანისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ოლ სტარის უხვქულიანი და სანახაობრივი დაპირისპირება, იანისის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

სოლთ ლეიქ სიტიში, "Vivint Smart Home Arena"-ზე გამართული სანახაობრივი შოუ ლებრონის გუნდის მარცხით, 175:184 დასრულდა.

ტრავმირებულმა იანის ანტეტოკუნმპომ პარკეტზე სიმბოლურად 0:20 წამი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 2 ქულას მოუყარა თავი. იანისის გუნდს ლიდერად ჯეისონ ტეიტუმი მოევლინა, რომელმაც 35:15 წუთში 55 ქულის, 10 მოხსნისა და 6 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. ტეიტუმმა 18-დან 10 სამქულიანი ჩააგდო მეტოქის კალათში.

იანისის გუნდის კიდევ ერთმა ვარსკვლავმა - დონოვან მიჩელმა არანაკლებ ბრწყინვალე პერფორმანსით შეძლო თავის გამოჩენა. მიჩელის ანგარიშზე 40 ქულა, 4 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემაა. დონოვან მიჩელმა 17 მცდელობიდან 8 სამქულიანი ზუსტად მოათავსა ლებრონის გუნდის კალათში.

სრულიად დამსახურებულად, ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ჯეისონ ტეიტუმი გახდა, რომელმაც პუბლიკა ფენომენალური პერფორმანსით აღაფრთოვანა. ტეიტუმის მიერ დაგროვებული 55 ქულა, ოლ სტარის ყველა დროის რეკორდია.

3-ქულიანების კონკურსის გამარჯვებულმა დემიენ ლილარდმა, ასევე 8 სამქულიანი ჩაუგდო მოწინააღმდეგეს. ჯამში იანისის გუნდმა მეტოქეს 29 სამქულიანი ჩაუგდო.

სხვა სტატიები