Belive

ოკლაჰომა სუპერფინალურ სერიაში წინ გაიჭრა და მთავარ ტიტულამდე 1 ნაბიჯი აშორებს

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს სუპერფინალური სერიის მე-5 შეხვედრაში ოკლაჰომა სითი თანდერმა ინდიანა პეისერსი 120:109 დაამარცხა. ოკლაჰომელებმა 4-დან 3 მეოთხედის მოგება მოახერხეს (32:22, 27:23, 28:34, 33:30) და მთავარი ჯილდოს მოგებასთანაც უფრო ახლოს არიან.

მატჩში ყველაზე მეტი 40 ქულა ჯეილენ უილიამსმა ჩააგდო, ორმაგი დუბლი შეასრულა შაი გილჯეს-ალექსანდერმა, კანადელმა 31 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ინდიანას მხრიდან 28 ქულით საუკეთესო იყო პასკალ სიაკამი.

სერიის მე-6 შეხვედრა 20 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები