Belive

ისტორიული ქამბექი - ოკლაჰომამ მემფისი მე-3 მატჩშიც დაამარცხა

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის პირველი ეტაპის მე-3 შეხვედრაში ,,ოკლაჰომა სიტი თანდერმა'' ,,მემფის გრიზლისი'' სტუმრად 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 114:108 დაამარცხა და სერიაში უპირატესობა 3 მოგებამდე გაზარდა.

,,ოკლაჰომამ'' 29-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეძლო, რაც NBA-ის პლეი-ოფების ისტორიაში მეორე ყველაზე დიდი ქამბექია (2019 წლის 15 აპრილს ლოს ანჯელეს კლიპერსმა გოლდენ სტეიტ უორიორსს მოუგო მატჩი, რომელშიც 31 ქულით აგებდა).

,,თანდერსს'' 31 ქულით, 8 შედეგიანი გადაცემით, 4 მოხსნით, 1 ჩაჭრითა და 1 დაფარებით შეი გილჯეს-ალექსანდერმა ულდიერა, ,,მემფისის'' რიგებში კი 28 ქულით, 5 მოხსნით, 5 პასით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით სკოტი პიპენ ჯუნიორი გამოირჩა.

გუნდებს შორის მე-4 მატჩი ხვალ გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში, ,,ოკლაჰომა'' დასავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის ნახევარფინალში გასვლას შეძლებს.

სხვა სტატიები