Belive

ოფიციალურად: კევინ დურანტი ჰიუსტონ როკეტსის კალათბურთელია

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

კევინ დურანტის ფინიქსიდან ჰიუსტონ როკეტსში გადასვლა ოფიციალურად დადასტურდა. გაირკვა, რომ ტრეიდში ჩართული იყვნენ ფინიქს სანსი, ბრუკლინ ნეტსი, გოლდენ სტეიტი, ატლანტა ჰოუკსი, ლეიკერსი და მინესოტა. აღსანიშნავია, რომ ჰიუსტონმა, დურნატთან ერთად, ატლანტადან კლინტ კაპელა დაიმატა.

ფინიქს სანსმა შევსება ჯეილენ გრინით, დილონ ბრუკსითა და დეკვონ პლოუდენით მიიღო.

კევინ დურანტმა სანსში სამი სეზონის განმავლობაში ითამაშა და რეგულარული სეზონის 145 თამაშში საშუალოდ 26.8 ქულას, 6.3 მოხსნას, 4.6 პასსა და 1.2 ბლოკს ასრულებდა.

დურანტმა პროფესიონალური კარიერა ოკლაჰომა სიტიში დაიწყო (მაშინ სუპერსონიკსი / 2007 წელი) და იქ 2016 წლამდე ითამაშა, შემდეგ იყო გოლდენ სტეიტი, ბრუკლინ ნეტსი, ფინიქს სანსი და ახლა უკვე ჰიუსტონ როკეტსი.

კევინს NBA-ს ორი ბეჭედი აქვს და ორივე შემთხვევაში ფინალების MVP გახდა. დურნატი 15-გზის ყველა ვარსკვლავის მატჩის მონაწილეა. ამერიკის ნაკრებთან ერთად, დურანტმა 4-ჯერ მოიგო ოლიმპიადა.

სხვა სტატიები