Belive

ოფიციალურად | იანის ანტეტოკუნმპო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

რამდენიმე წუთის წინ, NBA-ს ბერძენმა ვარსკვლავმა, სოციალურ ქსელ "Twitter"-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაადასტურა, რომ იგი მსოფლიო ჩემპიონატს არასასურველი ფიზიკური კონდინციის გამო გამოტოვებს.

28 წლის ბერძენმა სუპერვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ბერძენ გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა, რადგან იგი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს. 

"ყველამ იცის, რომ ჩემი გატაცება და სიყვარული ჩემი ეროვნული ნაკრების მიმართ რამდენად დიდია და არასდროს შეიცვლება. NBA-ის სეზონის დამთავრების დღიდან, მე ჩემს სხეულზე ვმუშაობდი, რომ ისეთ ფორმაში ვყოფილიყავი, როგორშიც თავად მსურდა, რათა დავხმარებოდი ჩემს სამშობლოს დასახული მიზნების მიღწევაში.

მაგრამ თვეების მუშაობისა და სამედიცინო პერსონალთან მრავალჯერადი შეხვედრების შემდეგ ცხადია, რომ მზად არ ვარ იმ დონეზე ვიასპარეზო, როგორიც მუნდიალზე მონაწილეობისთვის მჭირდება.

ეს არ იყო არჩევანი, არამედ ეს იყო ჩემი ერთადერთი ვარიანტი იმისთვის, რომ დავბრუნებულიყავი კალათბურთის იმ დონემდე, რომლის მისაღწევადაც რამდენჯერ ვიმუშავე კარიერის განმავლობაში.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ ამ შედეგით, მაგრამ ეს იყო სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილება. ვაპირებ გავაგრძელო საკუთარი თავის იძულება, რომ მზად ვიყო შემდეგ ჯერზე. ჩემი პირადი და ჩვენი საბოლოო გუნდური მიზანია 2024 წლის ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაციის მიღება.

მომავალ წელს ოლიმპიადაზე ეროვნულ ნაკრების ფორმით თამაში, ჩემთვის დიდი პატივი იქნება..." - იანის ანტეტოკუნმპო

შეგახსენებთ, რომ კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 25 აგვისტოს აიღებს და 10 სექტემბერს დასრულდება. 

მუნდიალზე საბერძნეთის ნაკრები კი C ჯგუფში: აშშ-ს, იორდანიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებთან ერთად იასაპრეზებს. 

ბერძნები პირველ მატჩს 26 აგვისტოს, იორდანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. 

სხვა სტატიები