Belive

ნიქსმა დიდი უპირატესობა მოიპოვა | სპურსი ტიტულს უფრო ჩამოშორდა

10 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს სუპერფინალების მე-2 შეხვედრაში ნიუ იორკ ნიქსმა სან ანტონიო სპურსი მინიმალური სხვაობით 105:104 სტუმრად დაამარცხა და სერიაში 2:0 გალიდერდა.

მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა დააგროვა ვიქტორ ვემბანიამამ, ორმაგი დუბლი გაიფორმა კარლ-ენტონი თაუნსმა - 21 ქულა და 13 მოხსნა. 20-20 ქულა კი თანაბრად ჩააგდო სამმა კალათბურთელმა, ესენია: მიკალ ბრიჯისი, ჯეილენ ბრანსონი და დე'აარონ ფოქსი.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 9 ივნისს ნიუ იორკ ნიქსის არენაზე გაიმართება.

სხვა სტატიები