Belive

ნიდერლანდებთან მატჩის დასრულებისთანავე შენგელია ბოლონიაში გაფრინდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი - თორნიკე შენგელია, ნიდერლანდებთან გამართული მატჩის დასრულების შემდეგ, დაუყოვნებლივ ბოლონიაში გაფრინდა, სადაც "ვირტუსს" ევროლიგის ეგიდით გასამართ შეხვედრაში დაეხმარება.

საქმე ისაა, რომ ამ კვირაში ეროვნული გუნდის კაპიტანი 72 საათში, სამ სხვადასხვა ქვეყანაში, სამ მატჩს ჩაატარებს – 23 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდების წინააღმდეგ ითამაშებს, 24-ში იტალიაში დაბრუნდება, სადაც ,,ბასკონიასთან” ევროლიგის შეხვედრა ელის, 26-ში კი თბილისში ისლანდიის ნაკრებთან უმნიშვნელოვანეს მატჩში მიიღებს მონაწილეობას.

წყარო: facebook.com/GeoBasketball

სხვა სტატიები