Belive

NBA-ში რეკორდული სამწვრთნელო გარიგება შედგა - ერიკ სპოელსტრა რეკორდულ თანხას მიიღებს

3 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

მაიამი "ჰიტმა" დღეს გამოაცხადა, რომ გუნდმა მთავარ მწვრთნელთან - ერიკ სპოელსტრასთან, რომელსაც კონტრაქტი წელს ეწურებოდა, ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია და ეს კონტრაქტი NBA-ში რეკორდული იქნება.

ერიკ სპოელსტრა მაიამის მწვრთნელი კიდევ 8-წლის განმავლობაში იქნება და კლუბში 2032 წლამდე დარჩება, რა დროშიც იგი $120 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს - ეს NBA-ს სამწვრთნელო კარიერის ყველა დროის რეკორდია.

2022 წლის თებერვალში, სპოელსტრა NBA-ს ისტორიაში 15 საუკეთესო მწვრთნელში აირჩიეს, ეს ყველაფერი კი ლიგის 75 წლის იუბილეს აღნიშვნის ფარგლებში მოხდა.

გარდა ამისა, სპოელსტრამ კარიერაში 1000-ზე მეტი მატჩი გაწვრთნა რეგულარულ სეზონში, გახდა მესამე მწვრთნელი NBA-ს ისტორიაში, რომელმაც 1000 ან მეტი მატჩის მწვრთნელი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთი ფრენჩაიზით (ერთი გუნდის მწვრთნელად) გაატარა, იგი შეუერთდა პოპოვიჩისა ("სან ანტონიო" და ალ ატლსს-ის სიას ("გოლდენ სტეიტი").

სპოელსტრა იყო სტივ კერის მწვრთნელის ასისტენტი აშშ-ს გუნდთან ერთად გასულ ზაფხულს ფილიპინებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე და იმავე როლში იმსახურებს აშშ-ს საკალათბურთო ნაკრებთან ერთად პარიზის ოლიმპიადაზე.

ერიკ სპოელსტრა "ჰიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2008 წლიდან მუშაობს, რა პერიოდშიც მან კლუბი ჩემპიონი 2-ჯერ გახადა (2011/2012; 2012/2013 წლების სეზონებში).

სხვა სტატიები