Belive

სანდრო მამუკელაშვილის 4 ქულა მაიამისთან | სან ანტონიო დამარცხდა

12 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, "მაიამი ჰიტმა" საკუთარ არენაზე "სან ანტონი სპურსს" უმასპინძლა და მეტოქე 128:107 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი პარკეტზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. ქართველმა 9 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულა, 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. სანდრომ 2-დან ერთი სამიანი ჩააგდო, 2-საჯარიმოდან 1 გამოიყენა - ისე გამოვიდა, რომ მამუკელაშვილის +/- კოეფიციენტი, სან ანტონიოს შემადგენლობაში, ყველაზე მაღალი ჰქონდა.

თამაშში ერთადერთი ორმაგი დუბლი ვიქტორ ვემბანიამამ შეასრულა, ფრანგს 21 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა. სან ანტონიო საფრანგეთში გაემგზავრება და 2 შეხვედრას "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

გრეგ პოპოვიჩის გუნდს ახლა 19 მოგება და 22 მარცხი აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციის მეთორმეტე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები