NBA-ში პლეი-ინის შეხვედრები შესანიშნავად დაიწყო | პლეი-ოფში გასული 2 გუნდის ვინაობა ცნობილია
დღეს, NBA-ში პლეი-ინის მატჩები დაიწყო. პირველი შეხვედრა აღმოსავლეთ კონფერენციაში გაიმართა, სადაც მე-9 ადგილოსანმა შარლოტ ჰორნეტსმა მე-10 ადგილოსანი მაიამი ჰიტი დრამატულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 127:126 დაამარცხა.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა ლამელო ბოლს ჰქონდა, მან ასევე ორმაგი დუბლი შეასრულა - 30 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა, 28 ქულა ჩააგდო მაილს ბრიჯისმა, მაიამის მხრიდან 28 ქულით დევიონ მიჩელი გამოირჩა.
პლეი-ინში გასული გუნდებისთვის რეგულარულ სეზონში დაკავებული პოზიცია ბევრ რამეს ცვლის, ამიტომ სიტუაცია ასე განვითარდება - შარლოტ ჰორნეტსი პლეი-ოფისთვის ბრძოლას აგრძელებს და ფინალში მათი მეტოქე მე-7 ადგილოსან ფილადელფია სიქსერსსა და მე-8 ადგილოსან ორლანდო მეჯიქს შორის დამარცხებული იქნება, მათ შორის გამარჯვებული კი პირდაპირ პლეი-ოფში გააგრძელებს თამაშს, სადაც ბოსტონ სელტიკსს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ მაიამი ჰიტი პლეი-ოფისთვის ბრძოლას ამ მარცხის გამო გამოეთიშა.
რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციაში პლეი-ინის მატჩს, აქ მე-8 ადგილოსანმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსმა მე-7 ადგილოსანი ფინიქს სანსი 114:110 დაამარცხა.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა დენი ავდიამ ჩააგდო, მან ასევე ორმაგი დუბლიც გაიფორმა - 41 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა. ფინიქს სანსის მხრიდან 35 ქულით გამოირჩა ჯეილენ გრინი.
ჩვენს მიერ აღნიშნულ წესს რომ შევეხოთ, რა თქმა უნდა იგივე პრინციპია დასავლეთ კონფერენციაშიც, აქედან გამომდინარე პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი ამ გამარჯვებით ავტომატურად პლეი-ოფში გავიდა, სადაც სან ანტონიო სპურს დაუპირისპირდება, ხოლო ფინიქს სანსი პლეი-ინის ფინალში მე-9 ადგილოსან ლოს ანჯელეს კლიპერსსა და მე-10 ადგილოსან გოლდენ სტეიტ უორიორსს შორის გამარჯვებულს დაელოდება.