Belive

"NBA-ში დიდი გაცვლა განხორციელდა" - ESPN

10 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 2023/24 წლების სეზონის დაწყებამდე, პირველი ხმაურიანი გაცვლა განხორციელდა.

"ვაშინგტონში" ბრედლი ბილის 11-წლიანი კარიერა ოფიციალურად დასრულდა - ორ ფრენჩაიზს შორის მიღწეული გარიგების შედეგად, ბრედლი ბილი "ფინიქსში" გადავიდა. ვარსკვლავის სანაცვლოდ "ვაშინგტონმა" კრის პოლი, ლენდრი შემეტი და დრაფტის მეორე რაუნდის პიკი მიიღო.

 ESPN-ის საკალათბურთო მიმომხილველი - ედრიან ვოინაროვსკი აღნიშნავს, რომ "ფინიქსი" ბრედლი ბილს 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს რა დროის განმავლობაშიც 251 მილიონ აშშ დოლარს გადუხდის.

შეგახსენებთ, "ვაშინგტონმა" ბრედლი ბილი 2012 წლის დრაფტზე მე-3 ნომრად აიყვანა. კარიერის საუკეთესო სეზონში (2016/17) ბილი საშუალოდ 23.1 ქულას აგროვებდა. NBA-ს 2022/23 წლების სეზონში, ბილს ხშირი ტრავმიანობა აწუხებდა, რის გამოც "ვაშინგტონის" თამაშების თითქმის ნახევარში მონაწილეობა არ მიუღია.

სხვა სტატიები