დურანტმა კარიერაში მე-18 სამმაგი დუბლი დააგროვა - ფინიქსმა ჰიუსტონი დაამარცხა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "ჰიუსტონისა" და "ფინიქსის" დაპირისპირება შედგა. ჰიუსტონში, "Toyota Center"-ში გამართული მატჩი, მასპინძელთა მარცხით 113:129 დასრულდა.
"ჰიუსტონის" დამარცხებაში ლომის წილი კევინ დურანტმა დაიდო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 41:05 წუთში 27 ქულის, 10 მოხსნისა და 16 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო და კარიერაში მე-18 სამმაგი დუბლი გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ეს დურანტისთვის პირველი სამმაგი დუბლია. დურანტი ყველა დროის საუკეთესო მეპასეებშიც დაწინაურდა (92) და გორან დრაგიჩსა და ტერელ ბრენდონს გადაასწრო.