Belive

"გერმანია ნაკრებია, რომელსაც შეგვიძლია მსოფლიო ჩემპიონი ვუწოდოთ" - იანის ანტეტოკუნმპო

7 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული გერმანიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში სერბეთი 83:77 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა, სერბეთმა კი ფინალი მეორედ წააგო.

ფილიპინებზე გერმანიის ტრიუმფის შემდეგ, "მილუოკი ბაქსის" სუპერვარსკვლავმა იანის ანტეტოკუნმპომ ევროპული ნაკრები შეაქო და მათ ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონები უწოდა. 

იმისთვის, რომ გახდე მსოფლიო ჩემპიონი, მსოფლიოს ყველა გუნდი უნდა დაამარცხო. მე მესმის, რომ NBA მსოფლიოში საუკეთესო ლიგა არის. აქ უამრავი ნიჭიერი კალათბურთელი თამაშობს. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ვთამაშობთ, ვერ ვიტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონები ვართ. პატივი უნდა ვცეთ ევროლიგის გუნდებს, საბერძნეთიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან. შეიძლება ამ სიტყვების გამო კრიტიკა დავიმსახურო, მაგრამ არ მაინტერესებს. საკუთარ თავს მაშინ შეგიძლია მსოფლიო ჩემპიონი უწოდო, როცა მთელს მსოფლიოს შეეჯიბრები. ასე რომ გერმანია ნაკრებია, რომელსაც შეგვიძლია მსოფლიო ჩემპიონი ვუწოდოთ - განაცხადა იანის ანტეტოკუნმპომ

შეგახსენებთ, რომ იანისმა მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა და თავის ნაკრებს ვერ დაეხმარა. ოფიციალური მიზეზით ბერძენ კალათბურთელს ფეხის ტრავმა აწუხებდა. 

სხვა სტატიები