Belive

ლეიკერსი სან ანტონიოსთან დამარცხდა | სანდრომ 13 წუთი ითამაშა

19 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ლოს ანჯელეს ლეიკერსი სან ანტონიო სპურსთან 96:99 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა 13:11 წუთი ითამაშა, რა დროშიც 3 ქულა (3-დან 1 სამქულიანი), 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 31 ქულა ლუკა დონჩიჩმა ჩააგდო, სან ანტონიოს მხრიდან 26 ქულით სტეფონ კასტლი გამოირჩა, ხოლო ვიქტორ ვემბანიამას კარგი მატჩი ჰქონდა და ორმაგი დუბლიც მიითვალა - 25 ქულა, 16 მოხსნა.

ლოს ანჯელეს ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში 15 მოგებით და 4 მარცხით მეორე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 30 ნოემბერს მემფის გრიზლის წინააღმდეგ გამართავს.