NBA-ის თასის ფინალში ლეიკერსი და ინდიანა ითამაშებენ
დასასრულს მიუახლოვდა NBA-ის ახალი შიდასეზონური ტურნირი - NBA-ის თასი, რომელშიც მონაწილეობას 30-ვე გუნდი იღებდა. გათამაშება ექვს 5-გუნდიან ჯგუფად დაიყო და თითოეული მატჩის შედეგი რეგულარულ სეზონშიც ჩაითვალა (შესაბამისად, გუნდებს ზედმეტი მატჩების ჩატარება არ მოუწიათ - ეს არ ეხება მხოლოდ ფინალურ მატჩს).
დღეს, ლას ვეგასში, T-Mobile Arena-ზე, NBA-ის თასის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა - ,,ინდიანა პეისერსმა'' ,,მილუოკი ბაქსს'' 128:119 მოუგო, ,,ლეიკერსმა'' კი ,,ნიუ ორლეანს პელიკანსთან'' 44-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით, 133:89 იმარჯვა.
,,ინდიანას'' შემადგენლობაში მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ტაირის ჰალიბარტონმა, რომელმაც 27 ქულა, 15 ასისტი, 7 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. 26 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება, 2 პასი და 1 ჩაწრა იყო მაილს ტარნერის ანგარიშზე.
მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ,,ლეიკერსს'' ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა - სუპერვარსკვლავმა 30 ქულას, 8 შედეგიან გადაცემასა და 5 მოხსნას მოუყარა თავი. ორმაგი დუბლი გაიფორმა ენტონი დევისმა - 16 ქულა, 15 მოხსნა, 5 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება.
,,ინდიანასა'' და ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსს'' შორის NBA-ის თასის ფინალური შეხვედრა კვირას, 10 დეკემბერს, კვლავ ლას ვეგასში გაიმართება.
🏆 THE CHAMPIONSHIP IS SET 🏆
— NBA (@NBA) December 8, 2023
One game to decide who wins the #NBACup!
The Pacers and Lakers will meet in the first-ever NBA In-Season Tournament Championship Saturday at 8:30pm/et on ABC! pic.twitter.com/qMfkX9WPrN