NBA-ის რეგულარული სეზონის MVP შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა
NBA-ის 2024-2025 წლების რეგულარული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ,,ოკლაჰომა სითი თანდერის'' უკანახაზელი, შეი გილჯეს-ალექსანდერი დასახელდა.
26 წლის კანადელი რეგულარულ სეზონში ჩატარებულ 76 შეხვედრაში საშუალოდ 32,7 ქულას, 6,4 შედეგიან გადაცემას, 5 მოხსნას, 1,7 ჩაჭრასა და 1 დაფარებას აგროვებდა.
შეიმ გამოკითხვაში 913 ქულა მიიღო, რითაც მეორეადგილოსან ნიკოლა იოკიჩს 126 ქულით აჯობა. მესამე ადგილზე იანის ანტეტოკუნმპო გავიდა, მეოთხეზე - ჯეისონ ტეიტუმი, მეხუთეზე კი - დონოვან მიტჩელი.
,,ოკლაჰომამ'' რეგულარული სეზონი 68 მოგებითა და 14 მარცხით პირველ პოზიციაზე დაასრულა და დასავლეთ კონფერენციის ფინალშიც გავიდა, სადაც ,,მინესოტას'' სერიაში 1:0-ს უგებს.
კევინ დურანტისა (2014) და რასელ უესტბრუკის (2017) შემდეგ, გილჯეს-ალექსანდერი გახდა ოკლაჰომას მე-3 კალათბურთელი, რომელიც სეზონის MVP გახდა.
The 2024-25 Kia NBA Most Valuable Player is... Shai Gilgeous-Alexander!#NBAAwards | #KiaMVP | @Kia pic.twitter.com/yGpv5eycSF
— NBA (@NBA) May 21, 2025