Belive

NBA-დან ტაივანში - დემარკუს კაზინსი კარიერას ლეოპარდსში გააგრძელებს

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრი, 33 წლის დემარკუს კაზინსი, კარიერას ტაივანის ჩემპიონატში, კერძოდ კი "ტაივან ლეოპარდსში" გააგრძელებს.

ტაივანურ კლუბში დემარკუს კაზინსის დებიუტი სავარაუდოდ 20 იანვარს შედგება.

"ლეოპარდსმა" ოთხგზის "ოლ სტარის" მოთამაშე - დემარკუს კაზინსის დამატების შესახებ სოციალურ ქსელში გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება არა მხოლოდ კლუბისთვის, არამედ მთლიანი ტაივანური კალათბურთისთვისაა.

დემარკუს კაზინსის ამერიკული კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც იგი "საკრამენტო კინგსმა" პირველი პიკის მეხუთე არჩევანად აიყვანა. სწორედ ამ კლუბში გაატარა მან 7 წელი და კლუბის ლეგენდაც გახდა.

2017-2018 წლებში დემარკუს კაზინსი "ნიუ ორლეანსში" გადავიდა, მას შემდეგ კი თითო-თითო სეზონით შემდეგ კლუბებში ითამაშა: "გოლდენ სტეიტი"; "ჰიუსტონი"; "ლოს ანჯელეს კლიპერსი"; "მილუოკი" და "დენვერი".

გარდა ამ კლუბებისა, მან NBA-ს "ოლ სტარში" 4-ჯერ ითამაშა (2015-2018 წლებში).

კაზინსმა NBA-ს კარიერა "დენვერში" დაასრულა და 2023 წლიდან პუერტო რიკოს კლუბ "მეტს დე გუაინაბოს" მიაშურა, 2024 წლიდან კი ტაივანში ითამაშებს.

სხვა სტატიები