ლეიკერსმა საშობაო მატჩში გოლდენ სტეიტს ბოლო წამზე ჩაგდებული 2-ქულიანით მოუგო
NBA-ის საშობაო დღის შეხვედრაში ,,გოლდენ სტეიტ უორიორსი'' საკუთარ არენაზე ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსთან'' დრამატულ მატჩში 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 113:115 დამარცხდა.
მე-4 მეოთხედის დასრულებამდე 1 წუთითა და 20 წამით ადრე, სტუმრები 9 ქულით იგებდნენ, თუმცა კარის ბრწყინვალე თამაშის წყალობით (დარჩენილ დროში 8 ქულა ჩააგდო, მათ შორის ზედიზედ 2 სამქულიანი), ,,უორიორსმა'' გათანაბრება შეძლო. მატჩის ბედი ბოლო წამზე გადაწყდა, როცა ოსტინ რივზმა ,,ლეიკერსისთვის'' გამარჯვების მომტანი ორქულიანი ჩააგდო.
,,გოლდენ სტეიტის'' რიგებში 38 ქულით, 6 ასისტითა და 1 მოხსნით სტეფ კარი გამოირჩა. ,,ლეიკერსს'' კი 31 ქულით, 10 პასით, 4 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა. სამმაგი დუბლი გაიფორმა ოსტინ რივზმა - 26 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა,
საშობაო დღის სხვა მატჩები:
ნიუ იორკი 117:114 სან ანტონიო
დალასი 99:105 მინესოტა
ბოსტონი 114:118 ფილადელფია
ფინიქსი 110:100 დენვერი
იხილეთ ,,გოლდენ სტეიტისა'' და ,,ლეიკერსის'' მატჩის მიმოხილვა: