NBA 2K24 - რა რეიტინგები ექნებათ სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძეს?!
NBA 2K24-ი ოფიციალურად გაყიდვაში 9 სექტემბერს ჩაეშვება. თამაშის შემქმნელების განცხადებით, NBA 2K24-მა მოლოდინი გაამართლა. თამაში წინამორბედებთან შედარებით უფრო დახვეწილი, რეალისტური და გაუმჯობესებულია, რასაც მოთამაშეები თავად ძალიან მალე, 9 სექტემბერს ნახავენ.
როგორც წესი, ახალი თამაშის გამოსვლისას ყველაზე დიდ ინტერესს მოთამაშეების რეიტინგები იწვევს.
წელს ყველაზე მაღალი რეიტინგი (98) NBA-ს მოქმედ გამარჯვებულ - ნიკოლა იოკიჩს აქვს. მეორე ადგილზე კი 96 რეიტინგით 5 კალათბურთელია: იანის ანტეტოკუმპო, კევინ დურანტი, სტეფ კარი, ჯოელ ემბიდი და ლებრონ ჯეიმსი.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ქართველი მოთამაშეების, სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის რეიტინგებია.
სანდრო მამუკელაშვილი
2K24-ში მამუს რეიტინგი 73-ია, რომელიც 2-ით მეტია, 2K23-სთან შედარებით. NBA-ს ახალ ვერსიაში, სანდრო მამუკელაშვილის საუკეთესო ასპექტი მოხსნაა, სადაც მისი რეიტინგი 78-ია.
სროლის რეიტინგებში, სანდროსგან გამორჩეული 3-ქულიანის სროლაა, რომელშიც მას 71 აქვს რეიტინგი. ასევე საკმაოდ კარგი სტატისტიკა აქვს საერთო გამძლეობაში (80).
გოგა ბითაძე
გოგა ბითაძეს 2K23-ის მსგავსად, 2K24-შიც იგივე რეიტინგი აქვს (75). NBA-ს ახალ ვერსიაში, მამუკელაშვილის მსგავსად, გოგას საუკეთესო ასპექტიც მოხსნაა, სადაც მისი რეიტინგი 84-ია.
გოგა ბითაძეს ასევე ძალიან მაღალი რეიტინგი ექნება დაფარებაში (85). "ორლანდოს" ქართველ ცენტრს, საკამოდ კარგი რეიტინგები აქვს სროლაშიც, კერძოდ - მოკლედ დისტანციიდან სროლა (82), IQ სროლა (80).