NBA 2K23 - მამუკელაშვილის და ბითაძის რეიტინგები ცნობილია
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA 2K23 ოფიციალურად 9 სექტემბერს გამოვიდა და აშშ-ში უკვე შესაძლებელია მისი მოხმარება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ NBA-ში მოთამაშე ორივე ქართველს საკმაოდ კარგი და საინტერესო რეიტინგი აქვს.
სანდრო მამუკელაშვილი

"მილუოკი ბაქსის" ქართველ მძიმე ფორვარდს რეიტინგი 71 ექნება. ასევე აღსანიშნავია, რომ სანდრო მამუკელაშვილს სამქულიანი სროლა 82-ზე აქვს, რაც ძალიან კარგი სტატისტიკაა და მის კლუბში ერთ-ერთ საუკეთესო სამქულიანის მსროლელად ითვლება.

გოგა ბითაძე

"ინდიანა პეისერსის" ქართველ ცენტრს - გოგა ბითაძეს, 2K23-ში რეიტინგი 75 ექნება. გოგას ყველაზე კარგი სტატისტიკა დაფარებაში (84) აქვს. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქართველ ცენტრს მეტოქის ფარზე მოხსნაზე გაცილებით მეტი აქვს რეიტინგი (80) ვიდრე საკუთარ ფარზე (64).

გოგა ბითაძის რეიტინგები დეტალურად.