Belive

მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვენიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

2023 წლის მსოფლიო ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება.

სლოვენიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა - ალექსანდრ სეკულიჩმა, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის, სლოვენიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სლოვენიის დაპირისპირება 28 აგისტოს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის წინ მოსამზადებელ პროცესს გაივლის, ამის ფარგლებში კი 12-13 აგვისტოს თბილისში შეჯიბრს ვუმასპინძლებთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად მონაწილეობას მონტენეგროს, ირანისა და იორდანიის ნაკრებები მიიღებენ.

სხვა სტატიები