Belive

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

დღეს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც მე-4 კალათაში იყო განთესილი, A ჯგუფში მოხვდა:

  • D კვალიფიკაციის მეორეადგილოსანი (დანია, ნორვეგია ან ხორვატია)

  • საქართველო

  • A კვალიფიკაციის გამარჯვებული (სლოვაკეთი, შვეიცარია ან უკრაინა)

  • ესპანეთი

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 2025 წლის ნოემბერში დაიწყება და 2027 წლის მარტში დასრულდება. ტურნირის საგზურს ევროპიდან 12 ნაკრები მოიპოვებს.

  • 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც კატარი მასპინძლობს, 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

  • საქართველოს ნაკრებმა 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშა, ჯგუფური ეტაპი დასძლია და საბოლოოდ ასპარეზობა მე-16 პოზიციაზე დაასრულა.

სხვა სტატიები