Belive

მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველომ კაბო ვერდეს 25 ქულით მოუგო

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართა და 25 ქულით, ანგარიშით 85-60 იმარჯვა.

ზუროსის გუნდს მატჩის პირველ 5 წუთში მცირე ჩავარდნა ჰქონდა (მხოლოდ 2 ქულა), თუმცა თამაშში გარდატეხა მალევე შეიტანა და პირველი მეოთხედი 9 ქულით, 20:11 მოიგო.

საქართველოს ნაკრებს 16 ქულით, 7 მოხსნით, 1 ასისტითა და 1 ჩაჭრით თორნიკე შენგელიამ ულიდერა. ორმაგი დუბლი გაიფორმა გოგა ბითაძემ - 15 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა. 10 ქულას, 8 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი სანდრო მამუკელაშვილმა.

ჩვენი გუნდი მომავალ მატჩს ორშაბათს, 28 აგვისტოს, სლოვენიის წინააღმდეგ (15:30) გამართავს.

დღეს ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება - 15:30 სთ-ზე სლოვენია ვენესუელას დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები