Belive

მსოფლიო ჩემპიონატი | ლიეტუვამ ამერიკის ნაკრებს მოუგო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ლიეტუვის ნაკრებმა ამერიკას 6-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 110:104 მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 

ლიეტუვას 15 ქულით, 4 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით ვაიდას კარინიაუსკასმა ულიდერა. ორმაგი დუბლი გაიფორმა ტედას სედეკერსკისმა - 11 ქულა, 11 მოხსნა. აღსანიშნავია, რომ ლიეტუველთა შემადგენლობაში 10+ ქულა შვიდმა კალათბურთელმა მოაგროვა.

ამერიკის ნაკრებში 35 ქულით, 3 ჩაჭრით, 2 პასით, 1 მოხსნითა და 1 ჩაჭრით ენტონი ედვარდსი გამოირჩა.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ლიეტუვას მეტოქე სერბეთი იქნება, აშშ კი იტალიას დაუპირისპირდება. მატჩები 5 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები