მონაკო საკალათბურთო ევროთასებიდან მოკვეთეს
საფრანგეთის პროფესიული დივიზიონებიდან გარიცხვის შემდეგ, საკალათბურთო კლუბი მონაკო ევროთასზეც ვერ ითამაშებს. ევროპულმა ტურნირმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მონაკოს ბოსნია სარაევო ჩაანაცვლებს.
აღნიშნული სანქცია ჯერ საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის (FFBB) სააპელაციო კომიტეტმა დაადასტურა, ხოლო მოგვიანებით ეროვნულმა ოლიმპიურმა და სპორტულმა კომიტეტმაც (CNOSF) უარი თქვა მის გადახედვაზე.
2021 წელს, ევროთასის მოგების შემდეგ (რანგით მეორე ევროპული ტურნირი), მონაკო ევროლიგაში დაწინაურდა, სადაც ხუთ სეზონში ხუთჯერ ითამაშა პლეი-ოფში და 2025 წლის ფინალამდეც მიაღწია (სადაც აბუ-დაბიში, ფენერბაჰჩესთან 70-81 დამარცხდა).
"მონაკო ტურნირში მონაწილეობის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, რადგან კლუბმა ევროთასის დებულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა“ - წესების თანახმად, ტურნირის მონაწილე გუნდი საკუთარი ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში უნდა იყოს დარეგისტრირებული, რაც მონაკოს შემთხვევაში აღარ სრულდება. მონაკომ უკანასკნელი შანსი გამოსცადა და ადრიატიკის ლიგისგან მიწვევის მიღება სცადა, რათა ევროთასზე თამაშის უფლება შეენაჩუნებინა, თუმცა ეს ვარიანტიც საბოლოოდ ჩაიშალა.
შეგახსენებთ, რომ მონაკოს მწვრთნელი (ასისტენტი) საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, მანუჩარ მარკოიშვილია.
Après avoir été exclu des divisions professionnelles en France, Monaco ne jouera pas l'Eurocoupe. La compétition européenne a annoncé mardi le remplacement du club de la Principauté par le Bosna Sarajevo ➡️ https://t.co/ZSJ2Z5aQze pic.twitter.com/We60Qy5uBp
— L'Équipe (@lequipe) September 1, 2026