Belive

ინდიანამ ოკლაჰომასთან გაათანაბრა - ჩემპიონი მე-7 მატჩში გამოვლინდება

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის სუპერფინალური სერიის მე-6 შეხვედრაში ინდიანა პეისერსმა ოკლაჰომა სითი თანდერს უმასპინძლა და 17-ქულიანი სხვაობით, 108:91 დაამარცხა. შედეგად, რიკ კარლაილის გუნდმა სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

ინდიანას 20 ქულით, 6 მოხსნითა და 2 ჩაჭრით ობი ტოპინმა ულიდერა. 16 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებით იყო პასკალ სიაკამის ანგარიშზე.

ოკლაჰომას რიგებში 21 ქულით, 4 მოხსნითა და 2 ასისტით შეი გილჯეს-ალექსანდერი გამოირჩა.

გუნდებს შორის სერიის გადამწყვეტი, მე-7 შეხვედრა, ორშაბათს, 23 ივნისს, ოკლაჰომაში გაიმართება.

სხვა სტატიები