Belive

მინესოტამ ოკლაჰომა გაანადგურა და სერიაში ანგარიშის სხვაობა შეამცირა

6 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალის მე-3 მატჩში მინესოტა ტიმბერვულვზმა ოკლაჰომა სითი თანდერი 143:101 გაანადგურა და სერიაში ანგარიშის სხვაობა შეამცირა - 2:1.

შეხვედრას სრულად აკონტროლებდნენ მინესოტელები და დიდი სხვაობით გამარჯვებაც მოახერხეს. მათ პირველ პერიოდში 34:14 მოიგეს, შემდეგ 38:27, მესამე მეოთხედში მეტოქე 35:29 დაამარცხეს და ბოლო მეოთხედშიც 36:31 იმარჯვეს.

მატჩში ყველაზე მეტი 30 ქულა ენტონი ედვარდსმა ჩააგდო, 24 ქულა ჰქონდა ჯულიუს რენდლს, 15 ქულა ტერენს შენონმა მიითვალა, ოკლაჰომელთა მხრიდან საუკეთესო მაჩვენებელი 14-14 ქულა შაი გილჯეს-ალექსანდერს და ეჯეი მიჩელს ჰქონდათ.

წყვილს შორის მომდევნო შეხვედრა 27 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები