Belive

მინესოტამ მოქმედი ჩემპიონი უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა და კონფერენციის ფინალში გავიდა

7 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის 1/2-ფინალურ შეხვედრაში "მინესოტა ტიმბერვულვზმა" სერიის ბოლო მე-7 მატჩში "დენვერ ნაგეთსი" უმძიმეს და დრამატულ ბრძოლაში 98:90 დაამარცხა და მინესოტელები კონფერენციის პლეი ოფის ფინალში არიან.

მატჩის პირველ ტაიმს "დენვერ ნაგეთსი" აკონტროლებდა და მათ პირველი ნახევრის მოგება 15 ქულიანი სხვაობით მოახერხეს (24:19, 29:19), მეორე ტაიმის სტარტზევე მინესოტამ ჩამორჩენის აღმოფხვრა მალევე შეძლო და უკვე მესამე მეოთხედში სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა - 14:28, ხოლო ბოლო გადამწყვეტ მეოთხედში დენვერმა ვეღარაფერი შეძლო და მინესოტელებმა მეტოქე 23:32 დაამარცხეს.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანები დენვერის ლიდერები იყვნენ, ჯამალ მიურეიმ 35 ქულა ჩააგდო, ხოლო ნიკოლა იოკიჩმა 34, სერბმა 19 მოხსნით ორმაგი დუბლიც გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ დენვერელთა 90 ქულიდან 69 მხოლოდ ორმა კალათბურთელმა ჩააგდო.

მინესოტას რიგებიდან 23-23 ქულით გუნდს ულიდერეს ჯეიდენ მაკდეინელსმა და კარლ-ენტონი თაუნსმა, თაუნსმა 12 მოხსნით ორმაგი დუბლის შესრულებაც მოახერხა.

"მინესოტა ტიმბერვულვზი" დასავლეთ კონფერენციის ფინალში "დალას მავერიქსს" შეხვდება, პირველი მატჩი მათ შორის 23 მაისს გაიმართება.

NBA-ს პლეი ოფის მეორე 1/2-ფინალური შეხვედრაც გაიმართა, ოღონდ აღმოსავლეთ კონფერენციაში და იქაც ანალოგიურად მე-7 მატჩი. ერთმანეთს "ინდიანა პეისერსი" და "ნიუ იორკ ნიქსი" დაუპირისპირდნენ. აქ ყველაფერი შედარებით მარტივად გადაწყდა, ინდიანა მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა და არცერთი მეოთხედი არ დაუთმია - 27:39, 28:31, 29:31, 25:29. საბოლოოდ შეხვედრა 109:130 დასრულდა.

მატჩში ყველაზე შედეგიანი ნიუ იორკელთა კალათბურთელი დონტე დივინჩენცო იყო, რომელმაც 39 ქულა ჩააგდო, 26 ქულა ჰქონდა "ნიქსიდან" ალეკ ბურკს.

ინდიანას რიგებიდან 26 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო ტაირის ჰალიბარტონი, 20-20 ქულა ჰქონდათ ენდრიუ დემბჰარდს და პასკალ სიაკამის.

"ინდიანა პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "ბოსტონ სელტიკსს" დაუპირისპირდება, შეხვედრა 22 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები