Belive

ნიუ იორკმა ბოსტონი გააგდო - კონფერენციების ფინალებს 1 გუნდი აკლია

4 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის პლეი ოფებს მოქმედი ჩემპიონი, ბოსტონ სელტიკსი გამოეთიშა. ბოსტონელებმა 6-რაუნდიანი დაპირისპირება ნიუ იორკ ნიქსთან დათმეს (2:4). ჯეისონ ტეიტუმის გარეშე დარჩენილმა ბოსტონმა უკანასკნელი ორიდან 1 თამაშის მოგება კი შეძლო, თუმცა ნიქსის დარბაზში ვერაფერს გახდა. სერიის მე-6 თამაში ნიუ იორკმა თითქმის 40-ქულიანი უპირატესობით მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა (119:81).

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალშედეგიანი კალათბურთელების პირველ ოთხეულს ნიუ იორკის წარმომადგენლები იკავებენ და ოთხივემ 20-ზე მეტი ქულა ჩააგდო. ანუნობი და ბრანსონი - 23 ქულა, ბრიჯისი - 22 ქულა, კარლ-ენტონი თაუნსი - 21 ქულა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ნიუ იორკის მეტოქე ინდიანა პეისერსი იქნება, რომელმაც მილუოკი და კლივლენდი ერთნაირად მარტივად (4:1) დაამარცხა.

დასავლეთ კონფერენციის ფინალში მინესოტა ტომბერვულვზი დენვერს ან ოკლაჰომას ელოდება, წყვილში ანგარიში 3:3-ია და გადამწყვეტი მატჩი 18 მაისს გაიმართება.

სხვა სტატიები