Belive

მინესოტამ დალასთან სერიაში სხვაობა შეამცირა

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ფინალში, "მინესოტა ტიმბერვულვზმა" "დალას ნავერიქსთან" 1 შეხვედრის მოგება შეძლო (100:105). დალასს ზედიზედ 3 შეხვედრა აქვს მოგებული, ამიტომ ანგარიში ახლა 3:1-ია. მართალია, მინესოტა ბრძოლაში დარჩა, თუმცა ისტორიის განმავლობაში, სერია 3:0-დან არავის შემოუტრიალებია.

შეხვედრა, რომელიც დალასის არენაზე იმართებოდა, თავიდანვე სტუმრების უპირატესობით დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ, მინესოტა 7 ქულით წინ იყო. ამის შემდეგ დალასმა მოაწყო გაქცევა და გუნდები დიდ შესვენებაზე თანაბარი ანგარიშით გავიდნენ. რეალურად, მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ტიმბერვულვზმა 5 ქულის სხვაობით მოიგო.

დიდებული შეხვედრა ჩაატარა მინესოტას ლიდერმა ენტონი ედვარდსმა, მან გუნდს 29 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. კარლ-ენტონი თაუნსმა 25 ქულა აიღო.

დალასის შემადგენლობაში ბრწყინავდა ლუკა დონჩიჩი, სლოვენიელმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 15 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა.

სერიის მეხუთე შეხვედრა უკვე მინესოტაში, 31 მაისს გაიმართება. შეგახსნებთ, რომ აღმოსავლეთ კონფერენცია "ბოსტონ სელტიკსმა" გამანდგურებელი ანგარიშით 4:0 მოუგო "ინდიანა პეისერსს" და სუპერფინალში სწორედ დალასსა და მინესოტას შორის საუკეთესოს ელოდება.

სხვა სტატიები