Belive

მილუოკიმ სანდრო მამუკელაშვილი გაათავისუფლა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერისა და სანდრო მამუკელაშვილის გზები გაიყო. გავრცელებული ინფორმაციით, "მილუოკიმ" სანდრო მამუკელაშვილი გუნდიდან გაუშვა.

მამუკელაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე გავლენიან მედია საშუალებაში გავრცელდა. NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი, ESPN-ი და SBNATION-ი ერთხმად ადასტურებენ, რომ "ბაქსმა" მამუკელაშვილის გუნდიდან გაშვება ოფიციალურად მოითხოვა, რის შემდეგაც საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ვარსკვლავთან კონტრაქტი გაწყვიტა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრენჩაიზის წარმომადგენლები მამუკელაშვილს ახალი გუნდის პოვნაში აქტიურად ეხმარებიან. მამუკელაშვილი "სეტონ ჰოლის" უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდში თამაშობდა, რის შემდეგაც დრაფტზე "ბაქსმა" აირჩია.

"მილუოკიში" გატარებულ 2 სეზონში, ქართველმა ფორვარდმა 65 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გუნდში სანდროს მცირე სათამაშო დრო ჰქონდა და მისი გათავისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად სწორედ ეს სახელდება.

სხვა სტატიები