Belive

მამუკელაშვილი: ,,უკრაინის გვერდით ვდგავარ და ვლოცულობ, რომ ყველაფერი კარგად იყოს''

1 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,სან ანტონიო სპურსის'' ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, San Antonio Express-News-თან რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა. სანდროს, რომელიც ნიუ იორკშია დაბადებული, 2008 წლის აგვისტოს ომზე ჰკითხეს, მაშინ მამუკელაშვილი 9 წლის იყო და ჩიკაგოში ცხოვრობდა:

,,მე გამიმართლა, არ მესმოდა, რამხელა გავლენა ჰქონდა ამას, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ომმა მთელ ქვეყანაზე იმოქმედა. მეგობრები მიყვებოდნენ თავიანთი ძმების შესახებ, რომლებსაც იარაღი ხელში არასდროს ჭერიათ და საკუთარი ქვეყნის დასაცავად ომში წავიდნენ.

საქართველო პატარაა, მაგრამ ამ ქვეყანას დიდი ისტორია აქვს და ხალხი ძალიან ამაყია.

უკრაინის გვერდით ვდგავარ! მივესალმები ყველას ვინც იქ თავისი ქვეყნისთვის იბრძვის და ვცდილობ, მაქსიმალურად დავუჭირო მხარი. რთულია რაც ხდება... იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება. მაგრამ, ახლა მე მათ გვერდით ვარ და ვლოცულობ, რომ ყველაფერი კარგად იყოს.

სან ანტონიოში გადასვლაზე - ამ შესაძლებლობისთვის მადლობელი ვარ! უკეთესი რამ ვერც მოხდებოდა. ,,ბაქსის'' შემადგენლობა ღრმა იყო, ამიტომ თამაშის საშუალება არ მქონდა. სადაც არ უნდა გადავიდე, ,,სან ანტონიოს' 'მადლობელი სულ ვიქნები,'' - განაცხადა მამუკელაშვილმა.

მიმდინარე სეზონში სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე ,,სან ანტონიო სპურსის'' მაისურით ჩატარებულ 18 მატჩში საშუალოდ 10,2 ქულა, 6,6 მოხსნა და 2,3 შედეგიანი გადაცემაა.

სანდროს გუნდი სეზონის ბოლო შეხვედრას დღეს, ,,დალას მავერიქსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები