მამუკელაშვილის 5 ქულა - მილუოკიმ მე-11 გამარჯვება მოიპოვა!
2 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "მილუოკისა" და "კლივლენდის" დაპირისპირება შედგა.
"მილუოკიმ" მოწინააღმდეგე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, 113:98 დაამარცხა და ჩატარებულ 14 შეხვედრაში, მე-11 გამარჯვება იზეიმა.
"ბაქსის" ქართველმა ფორვარდმა - სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 7:34 წუთი დაჰყო და ამ დროის განმავლობაში 5 ქულის დაგროვება შეძლო. მამუმ 6-დან 3 თავისუფალი და 3-დან ერთი 2-ქულიანი ჩააგდო. "მილუოკის" გამარჯვებაში ლომის წილი ბრუკ ლოპესმა დაიდო, რომელმაც 29 ქულის, 5 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო.
ლოპესის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 22 შეადგინა, რა მაჩვენებლითაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო აღმოჩნდა.
Back to our winnings ways.
— Milwaukee Bucks (@Bucks) November 17, 2022
📸 @ScienceinSport pic.twitter.com/zjtWhdZDbR