Belive

"ჩემი მიზანი NBA-ში დარჩენა იყო" - სანდრო მამუკელაშვილი

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და "სან ანტონიოს" კალათბურთელმა - სანდრო მამუკელაშვილმა ევროლიგის კლუბების მხრიდან გამოჩენილი ინტერესი დაადასტურა, თუმცა, აღნიშნა, რომ მისი მიზანი NBA-ში დარჩენა იყო. 

basketnews-სთან საუბარში, სანდრო მამუკელაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული კლუბების ინტერესის მიუხედავად, NBA-ში დარჩენა გადაწყვიტა, რათა ყველას დაუმტკიცოს, რომ იგი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დონის მოთამაშეა. 

ევროლიგის რამდენიმე გუნდმა, ნამდვილად გამოთქვა ინტერესი, მაგრამ მე NBA-ში დარჩენა გადავწყვიტე. მინდა ყველას დავანახო, რომ ამჟამად NBA-ის დონის მოთამაშე ვარ. ევროპული კარი არასდროს დაიხურება - მე მიყვარს ევროლიგის მატჩების ყურება და ვიცი, თუ რამდენად ძლიერი ჩემპიონატია.

არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ოდესმე ევროლიგაში ვიასპარეზებ. ამ დროისთვის ჩემი გონება მხოლოდ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაზეა კონცენტრირებული. მინდა ყველას დავანახო, რომ შემიძლია NBA-ის კარგი მოთამაშე ვიყო და რომ ამ ლიგას ვეკუთვნი - სანდრო მამუკელაშვილი

basketnews-ი იმითაც დაინტერესდა, თუ რომელ კლუბს სურდა მამუკელაშვილის ტრანსფერი, თუმცა, მამუმ კონკრეტული კლუბის დასახელებისგან თავი შეიკავა.

ამის თქმა არ შემიძლია. ევროლიგის ყველა კლუბი განსაკუთრებულია. ყველა კლუბი მიყვარს, მაგრამ, რა თქმა უნდა, "სპურსი" უმთავრესია. - სანდრო მამუკელაშვილი

შეგახსენებთ, სანდრო მამუკელაშვილმა გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით “სპურსზე” დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - ის საშუალოდ 10.8 ქულას, 6.8 მოხსნასა და 2.4 პასს აგროვებდა. “სან ანტონიოში” სანდრომ 19 მატჩი ჩაატარა და აქედან 7 სასტარტო ხუთეულში დაიწყო.

სხვა სტატიები